თამარ კორძაია - ყველგან, სადაც ჩვენმა ემიგრანტებმა მოითხოვეს საარჩევნო უბნების გახსნა, გახსნან! - წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ემიგრანტების კონსტიტუციური უფლების შებღალვა იქნება

ყველგან, სადაც ჩვენმა ემიგრანტებმა მოითხოვეს საარჩევნო უბნების გახსნა, გახსნან! - წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათი კონსტიტუციური უფლების შებღალვა იქნება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამარ კორძაიამ, უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განცხადებით, მიუხედავად მოთხოვნისა, მოლოდინი არ აქვს, რომ ცესკო მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს იღებს გადაწყვეტილებას, თუ სად გახსნის საარჩევნო უბნებს. ჩვენ მოვითხოვთ, საარჩევნო უბნები გაიხსნას ყველა იმ ქალაქში, სადაც მოქალაქეებმა მოითხოვეს უბნების გახსნა. ვიცით, რომ ჩვენი ემიგრანტები უცხოეთში კარგი ცხოვრების საძებნელად არ წასულან, არამედ იმიტომ, რომ აქ სიღარიბესა და იზოლაციაში არიან. იქიდან არჩენენ თავიანთ ოჯახის წევრებს და ეს გასათვალისწინებელია. ცესკო-მ ჩვენი მოქალაქეების უფლება უნდა უზრუნველყოს.

დღევანდელი მონაცემებით, 66 997 ადამიანია აღრიცხვაზე, აქედან გამომდინარე, ყველგან, სადაც ჩვენმა ემიგრანტებმა მოითხოვეს საარჩევნო უბნების გახსნა, გახსნან, ასეთი ქალაქებია: ბოსტონო, ლოძი, ტორონტო, ანტვერპენი, მაიამი, ლეჩე, შტუტგარტი, ვალენსია, ჰამბურგი, ნეაპოლი.

ყველგან დაწერილია განცხადება საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათი კონსტიტუციური უფლების შებღალვა იქნება.

სამწუხაროდ, მოლოდინი არ მაქვს, რომ ცესკო ემიგრანტების ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება