ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შარლ მიშელმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისა და უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერობისთვის.

„ვფიქრობ, თქვენი მხარდაჭერით ჩვენი გზა ევროკავშირისკენ უფრო სწრაფი იქნება. იქნება გამოწვევები. თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ამ შუქს უახლოეს მომავალში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენებასა და შესაბამისი გადაწყვეტილების რაც შეიძლება მალე განსახორციელებლად საჭირო ნაბიჯებზე.

გარდა ამისა, მხარეებმა დეტალურად განიხილეს სიტუაცია ფრონტზე, სამხედრო საჭიროებები, უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად საჭირო ნაბიჯები და უკრაინასა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების ერთობლივი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, ისაუბრეს „ევროპის სამშვიდობო ფონდისა“ და „უკრაინის დახმარების ფონდის“ რესურსების უკრაინელი დამცველების მხარდასაჭერად სრულ გამოყენებაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთზე სანქციების საშუალებით ზეწოლის შენარჩუნებას და ამ სანქციების გვერდის ავლის ყოველგვარი მცდელობის აღკვეთას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება