ცესკოს სპიკერის ინფორმაციით, საარჩევნო რეგისტრაცია 3-მა პარტიამ გააუქმა - 24 პარტიიდან კი საარჩევნო სია 6-მა წარადგინა, საიდანაც ერთის რეგისტრაცია უკვე დასრულებულია

ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის ცნობით, საარჩევნო რეგისტრაცია 3-მა პარტიამ გააუქმა - 24 პარტიიდან კი საარჩევნო სია 6-მა წარადგინა, საიდანაც ერთის რეგისტრაცია უკვე დასრულებულია.

მისივე თქმით, პარტიებმა - „ანა დოლიძე - ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „მწვანეები“ რეგისტრაცია თავად გაიუქმეს.

„დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სრულდება პარტიული სიების წარდგენა, 3-მა პარტიამ მოგვმართა და მათი საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა. დარჩენილია 24 პარტია, საიდანაც 6-მა სია შემოიტანა და მოგვმართა. დღეს 18:00 საათამდე არის ბოლო ვადა, რომ სია შემოიტანონ. შემოტანილი 6 პარტიული სიიდან, ჯერ მხოლოდ 1-ია რეგისტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგისტრაციის პროცესშია.

ამასთან, საჯარო თანამდებობის პირების, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, გადადგომის ბოლო ვადა 28 სექტემბერსაა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი