„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლების: ალავერდის, ოჟიოს და მატნის მოსახლეობას შეხვდა, ასევე, დელეგატმა შეხვედრა ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში გამართა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრებზე დელეგატმა მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განხორციელებული პროექტები გააცნო. მისი თქმით, ოჟიოში სასწავლო წლის დაწყება აღსაზრდელებმა და აღმზრდელებმა ახალ საბავშვო ბაღში იზეიმეს, მატანში უკვე დასრულდა N1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს N3 საბავშვო ბაღის მშენებლობა. ხოლო, ახმეტაში, ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩოლოყაშვილის ქუჩას და სკვერს, ასევე, რეაბილიტირდა ქალაქის შესასვლელში მდებარე შინმოუსვლელთა სკვერი.

ირაკლი ქადაგიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ქალაქის ახალი იერსახის შექმნის პარალელურად, მოწესრიგდა წყლების და გზების ინფრასტრუქტურა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება