„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას თერჯოლის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლაში, ჭოგნარისა და კვახჭირის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა სამომავლო გეგმები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში პრიორიტეტების მიხედვით ეტაპობრივად განხორციელდება.

მისი თქმით, ჭოგნარში აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების და გარე განათებების მოწყობა, ხოლო კვახჭირის ძირითადი გამოწვევა ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იყო, რომელიც გასულ წელს განხორციელდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, პარტია ,, ქართული ოცნების” თერჯოლის ახლგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი - ლაშა გურგენიძე და მერის წარმომადგენელი სოფელ ჭოგნარში - მამუკა ბერეკაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება