„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე ზაჰესის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, ზაჰესის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე მოისმინა დასახლების პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაშიც მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე, მუნიციპალურ საკითხებთან ერთად, აქტიურად განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური გამოწვევები, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.

„დისკუსიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენი მოსახლეობა ომსა და მშვიდობას შორის, არჩევანს მშვიდობაზე გააკეთებს! მადლობა ზაჰესელებს გულთბილი მიღებისთვის! არჩევნების შემდეგ, მე მათ შორის, ამ დასახლების ქომაგი და დასაყრდენი ვიქნები ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება