ნიუ-იორკის მერს კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს

ნიუ-იორკის მერს ფედერალური კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.

NYT-ის ცნობით, საბრალდებო დასკვნის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც გამოცემა წერს, გამოძიება ნაწილობრივ იმას ეხებოდა, მიიღო თუ არა 2021 წელს ერიკ ადამსმა და მისმა მერის საარჩევნო კამპანიამ თურქეთის მთავრობისგან არალეგალური შემოწირულობები.

საბრალდებო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ერიკ ადამსი ნიუ-იორკის ისტორიაში პირველი მერი გახდება, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნისას ბრალს წაუყენებენ.

ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

„თუ ბრალს წამიყენებ, ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ. სასწრაფო საქმის მოსმენას მოვითხოვ, რათა ნიუ-იორკელებმა სიმართლე გაიგონ“, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, ერიკ ადამსი სასამართლოში დღეს გამოცხადდეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება