ირაკლი კირცხალია ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე - ამ მდაბიო საქციელით თავისი თავი დაიმცირეს - ეს იყო დაგეგმილი თემა, ჯერ მოსაწვევის გაგზავნა, შემდეგ ამის გაუქმება

ამ მდაბიო საქციელით თავისი თავი დაიმცირეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ დიახ, ჩვენ ვლობირებთ "ნაციონალურ მოძრაობას", დიახ, ჩვენ ვერევით თქვენს ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესებში, ჩვენ ვართ ამერიკა და ამის უფლება გვაქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, საბოლოო და ღირსეულ პასუხს გასცემს მათ, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატები ლობირებს, “ანუ ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“.

„ასეთი მდაბიო საქციელით, რომელიც ორიენტირებული იყო პრემიერ-მინისტრის და ქვეყნის მიმართ, რომ დაემცირებინათ რაღაც დონეზე, რეალურად თავისი თავი დაიმცირეს. დამერწმუნეთ. ეს იყო დაგეგმილი თემა, ჯერ მოსაწვევის გაგზავნა, შემდეგ ამის გაუქმება. რომელ დემოკრატიულობაზე, რომელ დიპლომატიაზე საუბრობენ?! ყველაზე მთავარი - ამ მდაბიო საქციელით, თვითლუსტრაციით იცით რა მოხდა? რასაც ამდენი ხანი ვამხელდით წინასაარჩევნოდ, კიდევ ერთხელ გამჟღავნდა ის ძალები, რომლებიც ლობირებენ ღიად, ნათლად, დაუფარავად ამ სისხლისმსმელებს, ამ დაჯგუფებას, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჰქვია და პირდაპირ ამბობენ, რომ ესენი უნდა მობრუნდნენ ხელისუფლებაში. კარგით, მეგობრებო. ამას საზოგადოება კარგად ხედავს, თქვენს მდაბიო საქციელსაც კარგად ხედავს და დამერწმუნეთ, მათ, ვისაც ლობირებენ ეს ადამიანები, 26-ში საბოლოო და ღირსეულ პასუხს გასცემს ქართველი საზოგადოება. რეალურად, ამ მდაბიო საქციელით თავისი თავი დაიმცირეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ დიახ, ჩვენ ვლობირებთ „ნაციონალურ მოძრაობას", კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ დიახ, ჩვენ ვერევით თქვენს ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესებში. დიახ, ეს ასე არის. ჩვენ ვართ ამერიკა და ამის უფლება გვაქვს.

საზოგადოება გადაწყვეტს რა პასუხი გასცეს ამას 26 ოქტომბერს," - განაცხადა კირცხალიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს