პაატა მანჯგალაძე „ოცნების“ ბანერებზე - ივანიშვილის ხელისუფლებისგან კიდევ უამრავ უმსგავსობას და სახის დაკარგვას ვნახავთ - ძალა, რომელსაც დაშინებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარდა არაფერი აქვს სათქმელი, დასრულებულია

არჩევნებამდე ივანიშვილის ხელისუფლებისგან კიდევ უამრავ უმსგავსობას და სახის დაკარგვას ვნახავთ - ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი მოქალაქეებისთვის დაშინებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარდა არაფერი აქვს სათქმელი, დასრულებულია, - ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს.

მანჯგალაძის შეფასებით, ყველაფერი “ქართული ოცნების“ სისუსტეზე და მოახლოებული პოლიტიკური აღსასრულის დადგომაზე მიუთითებს.

“ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი მოქალაქეებისთვის დაშინებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარდა არაფერი აქვს სათქმელი, დასრულებულია.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამარჯვება თავისით მოვა. ახლა ყველა ოპოზიციური ძალის მთავარი საზრუნავი, მთავარი საკეთებელი უნდა გახდეს ამ მოახლოებული გამარჯვების რწმენის ყველა ქართულ ოჯახამდე მიტანა. ჩვენ არ ავყვებით „ქოცებს“ უმსგავსობაში, გამარჯვება ახლოსაა!

წინ ევროპისა და კეთილდღეობისკენ!

არა იზოლაციასა და სიღატაკეს!“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძე

დღეს, დილით ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება