„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხელვაჩაურის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის დელეგატ მინდია დიასამიძესთან ერთად, მახინჯაურისა და ჩაქვის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მოსახლეობა გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

„შეხვედრის დროს, ყოველდღიურად ვგრძნობთ მათ იმედიან დამოკიდებულებას ჩვენი გუნდის მიმართ. მოქალაქეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებები და ფასეულობები უმნიშვნელოვანესია. სწორედ, საზოგადოების მთავარი მოთხოვნა არის გაგრძელდეს ის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც „ქართული ოცნების“ გუნდი განვლილი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა.

დიდი მადლობა, ვინც ნდობას მიცხადებს ამ რთულ და მეტად საპასუხისმგებლო გზაზე.

26 ოქტომბერს, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ყველა ქართველის ოცნებას“, - განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება