პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულების ქმედებით ერთ-ერთ კომპანიას დიდი ოდენობით, 146 400 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით კომპანია შპს „თ-ნ გოლდთან“, რომლის საქმიანობა ავტომანქანაზე რეგისტრირებული გირავნობით სესხის გაცემას მოიცავდა, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება გააფორმეს, ხოლო უზრუნველყოფის საშუალებად ორი ავტომანქანა წარადგინეს. თანხის მიღების შემდეგ კი ბრალდებულებმა კომპანიის ნებართვისა და ინფორმირების გარეშე, დაგირავებული ავტომანქანები ფორმალურად გადააფორმეს სხვის სახელზე და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიყვანეს, რითაც. კომპანიას დიდი ოდენობით, 146 400 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული 24 სექტემბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო, ვინაიდან საქართველოში არ იმყოფება. სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი