მამუკა ხაზარაძე - გიორგი მარგველაშვილი ადამიანია, რომელსაც ყველაზე მეტი ხელის ჩამორთმევა აქვს დასავლელ პარტნიორებთან - მისი ეს კავშირები იქნება გამოყენებული, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ვექტორზე

გიორგი მარგველაშვილი ადამიანია, რომელსაც ყველაზე მეტი ხელის ჩამორთმევა აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსს დღეს საქართველოში. მისი ეს კავშირები იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ „ძლიერ საქართველომ“ საქართველო დააბრუნოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ვექტორზე, - ასე უპასუხა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საარჩევნო სიაში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის არყოფნას შეეხებოდა.

მისივე თქმით, მეოთხე პრეზიდენტის მხარდაჭერა კოალიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გიორგი მარგველაშვილი გუშინ შემოუერთდა კოალიცია „ძლიერ საქართველოს“. მეოთხე პრეზიდენტის მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ჩართული იქნება მთლიანად ჩვენი პროგრამის განხორციელებაში, მის ადამიანებთან მიტანაში და ა.შ. გიორგი მარგველაშვილი ადამიანია, რომელსაც, მგონი, ყველაზე მეტი ხელის ჩამორთმევა აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსს დღეს საქართველოში. მისი ეს კავშირები იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველო „ძლიერ საქართველომ“ დააბრუნოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ვექტორზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო სია წარადგინა. სიაში არაა გიორგი მარგველაშვილი, რომელიც კოალიციას გუშინ შეუერთდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება