ანა დოლიძე - ეს იყო „გასეირნება ნიუ იორკში“ ქართველებისთვის იმის საჩვენებლად, რომ თითქოს კობახიძეს კიდევ უშვებენ ამერიკაში - სინამდვილეში, „ცისფერ მთებში“ მარკშეიდერი რომ აკაკუნებს და კარს არავინ უღებს, ასეთ როლში იყო

ეს იყო „გასეირნება ნიუ იორკში“ ქართველებისთვის იმის საჩვენებლად, რომ თითქოს ირაკლი კობახიძეს კიდევ უშვებენ ამერიკაში. სინამდვილეში ასეა, ხომ გახსოვთ „ცისფერ მთებში” მარკშეიდერი რომ აკაკუნებს, კარებს რომ არავინ უღებს და არავინ ხვდება, ასეთ როლში იყო დაყენებული ჩვენი ხელისუფლების მეთაური,- ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლას.

დოლიძის შეფასებით, ასეთ მდგომარეობას ქართველი ხალხი უარს ეტყვის.

„საქმე იმაშია, რომ ეს ყოველწლიური ღონისძიება ეძღვნება მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრას, ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის აღმოფხვრას, ქალების უფლებების, გარემოს დაცვას და იმ საკითხებს, რომელთანაც ახლოსაც კი, არ გაუვლია „ქართულ ოცნებას” და ირაკლი კობახიძეს. ეს იყო „გასეირნება ნიუ იორკში” ქართველებისთვის იმის საჩვენებლად, რომ თითქოს კობახიძეს კიდევ უშვებენ ამერიკაში. სინამდვილეში ასეა, ხომ გახსოვთ „ცისფერ მთებში” მარკშეიდერი რომ აკაკუნებს,კარებს რომ არავინ უღებს და არავინ ხვდება,ასეთ როლში იყო დაყენებული ჩვენი ხელისუფლების მეთაური. ეს არის სამარცხვინო! ამ მდგომარეობას, რომელშიც ჩაგვაგდო „ქართულმა ოცნებამ” ქართველი ხალხი ეტყვის უარს და ისეთ გუნდს მოგვიყვანს ხელისუფლებაში, რომელსაც შეუძლია ისეთი საამაყო გახადოს ქართველობა, რომელიც იყო ისტორიულად”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს