SOLO Books-ისა და Visa-ს მხარდაჭერით, ბესტსელერი „ბიზნესის გული“ ქართულ ენაზე გამოიცა

უბერ ჟოლის წიგნი „ბიზნესის გული“ SOLO Books-ისა და Visa-ს პროექტის ფარგლებში, ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 4 ოქტომბრიდან გახდება. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, Wall Street Journal-ის ბესტსელერი „ბაბლჰედთან“ თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა.

„წიგნის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის ლაუნჯში გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის, მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია. სპიკერები „ბიზნესის გულის“, მასში მოთხრობილი ელექტროტექნიკის ამერიკული ქსელის “ბესტ-ბაის“ წარმატების ისტორიის შესახებ ისაუბრებენ და მომავალ მკითხველს მათ გამოცდილებებს გაუზიარებენ.

პანელურ დისკუსიას გაუძღვებიან:

თიკა რუხაძე - ACT-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. უფროსი მენეჯმენტ კონსულტანტი ლიდერების, გუნდებისა და ორგანიზაციების წარმატებული ტრანსფორმაციის მრავალწლიანი გამოცდილებით;

დეა ჩხაიძე - Creative Leadership Hub-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ლიდერობის და ორგანიზაციული კულტურის კონსულტანტი. ლიდერების აკრედიტებული ქოუჩი;

გივი გიორგაძე - გამომცემლობა „ბაბლჰედის“ თანადამფუძნებელი. სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი;

ლევან გიორგაძე - გამომცემლობა „ბაბლჰედის“ თანადამფუძნებელი. „გასტრონომ ჯგუფის“ ბიზნეს კონსულტანტი. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ყოფილი დირექტორი და წარმატებული სტარტაპების „ქროსთის“ და „ვენროლის“ თანადამფუძნებელი.

წიგნის შეძენა ექსკლუზიურად SOLO ბუტიკში, 4 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

ინფორმაციისთვის, SOLO Books-ის მიზანი, ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის მსოფლიო ბესტსელერების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. SOLO Books-ის სერია გაგრძელდება და თავისი ახალ-ახალი გამოცემებით არაერთხელ გაგიღებთ კარს მსოფლიო ლიტერატურის შთამბეჭდავ სამყაროში“,-აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი