EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ეკონომიკა მიმდინარე წელს 2.8%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ მოლოდინები წინა პროგნოზის შემდეგ 0.2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონის ეკონომიკური ზრდის კუთხით EBRD-მა მოლოდინები 2025 წელსაც შეამცირა, კერძოდ, წინა პროგნოზთან შედარებით, მოლოდინები 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 3.5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, EBRD-მა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3 პროცენტული პუნქტით გაზარდა, 2025 წლის პროგნოზი კი არსებულ დონეზე დატოვა. კერძოდ, EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 6.5%-ით, ხოლო 2025 წელს 4.6%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, 2024 წელს EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასეთია:

სომხეთი - 6.2%-იანი ეკონომიკური ზრდა;

აზერბაიჯანი - 3.8%-იანი ეკონომიკური ზრდა;

რუსეთი - 3.6%-იანი ეკონომიკური ზრდა;

მოლდოვა - 3.2%-იანი ეკონომიკური ზრდა;

უკრაინა - 3%-იანი ეკონომიკური ზრდა;

თურქეთი - 2.7%-იანი ეკონომიკური ზრდა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს