გვატემალას ტურიზმის მინისტრი - მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვეცნობი თქვენი ქვეყნის გამოცდილებას, ტურიზმის დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით აუცილებელია ტურიზმისთვის

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს უკვე 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300 დელეგატი ეწვია.

მათივე ცნობით, სტუმრებს შორისაა გვატემალას ტურიზმის მინისტრი ჰარის ვიზბეკი, რომელიც საქართველოში გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ღონისძიების ჩატარებას აფასებს.

„საქართველოში პირველად ვარ, ჩემი ქვეყნიდან თქვენამდე საკმაოდ დიდი გზაა, მაგრამ ბევრი საერთო გვაქვს. ჩვენ გვაქვს უძველესი ისტორია, ორივე ქვეყანა ცნობილია კერძებით, ტრადიციებით, ეს ორივე მიმართულებას განსაკუთრებულს ხდის, ორივე ტურისტული ქვეყანა ავთენტურობით გამოირჩევა, რასაც მოგზაურები ეძებენ. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვეცნობი იმ გამოცდილებას, რომელიც თქვენს ქვეყანას აქვს. ასევე იმ მინისტრების, კოლეგების შეხედულებებს რომლებიც აქ შეიკრიბნენ. ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით აუცილებელია ტურიზმისთვის“,- განაცხადა გვატემალას ტურიზმის მინისტრმა.

ინფორმაციის მიხედვით, 27 სექტემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან. გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება