თბილისში, 27 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

თბილისში, 27 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ ღამის 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოები იწყება.

„აღნიშნული სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის 27 სექტემბრის ღამის 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გიორგი დანელიას ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე (ბენზინგასამართი სადგური „ვისოლის“ მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. რეჟიმი 30 დღის განმავლობაში, 24 ოქტომბრის ჩათვლით იმოქმედებს.

დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობაზე ყველა სახის შეზღუდვა, ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მოხსნილი იქნება.

წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება