„ძლიერმა საქართველომ“ ცესკოში საარჩევნო სია მიიტანა

„ძლიერმა საქართველომ“ ცესკოში საარჩევნო სია მიიტანა. სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამავე კოალიციის ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ მიიტანა.

როგორც ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, მათი მიზანი, პარლამენტში იმდენი დეპუტატის გაყვანაა, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის.

„კოალიცია „ძლიერმა საქართველომ" დაარეგისტრირა საარჩევნო სია. წარმოდგენილ სიაში არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს კეთილსინდისიერი ადამიანები იღებდნენ. მოლოდინი არის, ის რომ ავიღებთ იმდენ მანდატს, შევცვლით „ქართულ ოცნებას“, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ჭაობში ჩაძირვა.

წარვადგინეთ, 108 კაციანი სია, ჩვენი მოლოდინია, რომ გავიყვანთ საკმარისი რაოდენობის დეპუტატებს და სხვა პარტნიორებთან ერთად შევცვალოთ ხელისუფლება, ჩვენ არ ვითვლით მანდატებს“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი