წიგნი ადამიანზე და თავისუფლებაზე - გამოვიდა გეგე დადიანის რომანი „საშიში იდეალისტები“

გეგე დადიანის რომანი „საშიში იდეალისტები“ გაყიდვაში გამოვიდა. ავტორი, გეგე დადიანი, რომლისთვისაც „საშიში იდეალისტები“ სადებიუტო რომანია, წინასიტყვაობაში განმარტავს, რომ წიგნი, ეძღვნება ახალგაზრდებს, ადამიანებს, რომლებიც არასოდეს დაიღლებიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

„წიგნი ხალგაზრდებზეა, მშობლებზეა, რა თქმა უნდა, მანკიერებებზე ჩვენს ირგვლივ და წარმატებებზე, ურთიერთობებზე და სიყვარულზე, სიკვდილსა და სიცოცხლეზე, რწმენასა და ფარისევლობაზე.

წიგნი ეძღვნება ახალგაზრდებს, ადამიანებს, რომლებიც არასოდეს დაიღლებიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, წიგნი ეძღვნება სახელმწიფოს“, - წერს ავტორი.

ხელოვნებთმცოდნეობის დოქტორის ლელა ოჩიაურის თქმით, წიგნი არის მოწოდება თავისუფლებისკენ.

„მინდა ვურჩიო მოაზროვე ადამიანებს ამ წიგნის წაკითხვა. კარგი მასალაა აზროვნებისა და ფიქრისთვის. მთავარი რისკენაც არის მოწოდებული ეს ამბავი, ალბათ რისთვისაც დაიწერა ეს ყველაფერი, რა გზავნილიც გამოგვიგზავნა ჩვენ, თითოეულ მკითხველს, განურჩევლად ასაკის, სოციალური მდგომარეობის, თუ პოლიტიკური შეხედულების, რითაც ვიყოფით თითქოს ადამიანები, არის მოწოდება თავისუფლებისკენ“,- აცხადებს ლელა ოჩიაური.

ავტორის ინფორმაციით, წიგნში ადამიანის ცხოვრება და ღირებულებებია აღწერილი, ინსტიტუციონალური და საზოგადოებრივი მანკიერებები სახელმწიფოს მშენებლობის საკითხში. ასევე გმირის გარშემო განვითარებული მეგობრობის, სიყვარულის, სიკვდილის, ღირებულებითი ტრანსფორმაციის, ფსიქოლოგიური განსჯისა და გამარჯვებისთვის ბრძოლის ისტორია. თაობებისა და ინსტიტუციების ურთიერთობები.

წიგნი შეძება შესაძლებელია წიგნების მაღაზიებში, მათ შორის ბიბლუსის ქსელში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება