გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 სექტემბერს 09:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ცამეტი ასურელი მამის, მურადინ ფრიდონის, ბერტა ფონ ზუტნერის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში დიდგორში, ვეძისში, ძველ ვეძისში და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ბურიანი, ნავდარაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, გალავანი, ზაქარო და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბარისახო, მაღაროსკარი, ნეძიხი, ბულაჩაური, შარახევი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება