ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის 7.9 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის აშშ-ის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის 7.9 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის აშშ-ის მადლობა გადაუხადა.

„უკრაინისთვის 7.9 მილიარდი დოლარის ღირებულების მნიშვნელოვანი თავდაცვითი დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ დღევანდელი განცხადებისთვის აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის, აშშ-ის კონგრესის, „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ და მთლიანად ამერიკელი ხალხის მადლობელი ვარ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაზე ეფექტური და გამჭვირვალე გზის მეშვეობით გამოყოფილ დახმარებას მთავარი საერთო მიზნის მისაღწევად გამოიყენებს: უკრაინის გამარჯვებისთვის, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

შეგახსენებთ, უკრაინისთვის 8 მილიარდამდე დოლარის ღირებულების დახმარების გამოყოფის შესახებ განცხადება დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაავრცელა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება