საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდებმა ქვიშის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატი უპირობო გამარჯვებით - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდებმა ქვიშის ფრენბურთში 2024 წლის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე უპირობო გამარჯვება და შესაბამისად, ჩემპიონის ტიტული, ასევე, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქვიშის ფრენბურთში წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატზე სამი გუნდით წარსდგა, რომლებმაც სამივე საპრიზო ადგილი გაინაწილეს. საუნივერსიტეტო გუნდმა - „სტუ 1“ ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა, „სტუ 2“ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო „სტუ 3“-მა ბრინჯაო მოიპოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ქვიშის ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში ერთი უნივერსიტეტიდან სამი სტუდენტური გუნდის გამარჯვება მნიშვნელოვანი მოვლენაა საუნივერსიტეტო სპორტულ ცხოვრებაში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდებმა მართლაც რომ ღირსეულად იასპარეზეს. მათ ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს, მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილებიც მოხსნეს და თავიანთ ალმა-მატერს უდიდესი წარმატება, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოუტანეს. ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების სახელით, ვულოცავ ჩვენს სტუდენტურ გუნდებს ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტულის, ასევე, ვერცხლისა და ბრინჯაოს მოპოვებას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სპორტულ ტრადიციებს ასე ღირსეულად აგრძელებენ. მადლობას ვუხდით მათ და ვუსურვებთ, კიდევ მრავალი გამარჯვება ეზეიმოთ“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, ქვიშის ფრენბურთში საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატი, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში გაიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება