საგარეო უწყება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს - საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოუწოდებს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge-ს მეშვეობით.

როგორც უწყება გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს სთავაზობს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას და მათ შორის, შეცდომაში შეჰყავთ ისინი, რომ თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე გამარტივებული დადგომა შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო მომსახურების პორტალის გვერდის ავლით.

„აღნიშნული სუბიექტების მიერ მსგავსი სახის მომსახურების გაწევისას ვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის, ხშირია შემთხვევები, როდესაც მომსახურების სტატისტიკის გაზრდის მიზნით, მსგავსი სუბიექტები აგზავნიან ერთი და იგივე პირის მონაცემებს. ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც რიგი მათგანი არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყენებს თანამემამულეთა პირად მონაცემს.

მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების და მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოვუწოდებთ და კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge-ს მეშვეობით. გამარტივებული ფორმით განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, ვებ-გვერდი ავტომატურად აგზავნის განცხადების რეგისტრაციის შესახებ შეტყობინებას, განმცხადებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე, განმცხადებელს დამატებით ეცნობება, იმავე ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რაც მას აძლევს საშუალებას თავად აკონტროლოს სრული პროცესი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება