ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს “გამარჯვების გეგმა” წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს “გამარჯვების გეგმა” წარუდგინა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიულ დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“წარვადგინე “გამარჯვების გეგმის” საკვანძო პუნქტები, რომელსაც შეუძლია მშვიდობისკენ გზაზე გაგვაძლიეროს. ამ ომის გადამწყვეტ მომენტში ვიმყოფებით. ნამდვილად ძლიერი ზეწოლა და უკრაინის ძლიერი პოზიციები გვჭირდება", - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესმენებთან მან ასევე ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ზამთრისთვის უკრაინის მომზადების საკითხი განიხილა.

“თავისუფლება ორპარტიულ მხარდაჭერასა და შეერთებული შტატების გამბედაობას ეყრდნობა. მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის აშშ-ს, რომელიც ჩვენი ადამიანების სიცოცხლეს არჩენს და ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვაში გვეხმარება”, - წერს ზელენსკი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება