პრემიერი - ჩემი შვილები იყვნენ აშშ-ში ჩემთან ერთად, ამისთვის პირადად შევიძინე მათთვის და ჩემთვისაც ეკონომკლასის ბილეთები - სეირნობაზე რომ საუბრობთ, ცოტა პირი გამოიწმინდეთ

იმის გამო, რომ შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები [შვილებისთვის], ჩემთვისაც შეძენილი იქნა ეკონომკლასის ბილეთები და ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს. სეირნობაზე რომ საუბრობთ, ცოტა პირი გამოიწმინდეთ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას - ამერიკაში ვიზიტისას შვილებთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო პროტოკოლი ზრუნავდა მისი „შვილების სეირნობაზე“ და რა პასუხი ექნებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შვილებისთვის ეკონომ კლასის ბილეთები პირადად შეიძინა.

„ჯერ ერთი, კორექტულად ისაუბრეთ. მეორე, რაც შეეხება ჩემ შვილებს, ჩემი შვილები იყვნენ აშშ-ში ჩემთან ერთად. ამისთვის მე პირადად შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები. იმის გამო, რომ შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები, ჩემთვისაც შეძენილი იქნა ეკონომ კლასის ბილეთები და ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს. სეირნობაზე რომ საუბრობთ, ცოტა პირი გამოიწმინდეთ“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება