მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ

27 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.

„ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. 355 წელს, იერუსალიმის მახლობლად აღმოაჩინეს მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც ეწამა კაცობრიობის მხსნელი. ხალხის დიდი ინტერესის გამო, პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს, ცხოველმყოფელი ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება