ირაკლი კობახიძე - გამორიცხულია ადამიანი დარეგისტრირდეს საარჩევნოდ, მას ეკუთვნოდეს საარჩევნო რეგისტრაცია და ვინმემ გაუუქმოს ეს რეგისტრაცია, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია

გამორიცხულია ადამიანი დარეგისტრირდეს საარჩევნოდ, მას ეკუთვნოდეს საარჩევნო რეგისტრაცია და ვინმემ გაუუქმოს ეს რეგისტრაცია, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკომ საზღვარგარეთ რეგისტრაციაზე დამდგარ ორჯერ ნაკლებ ამომრჩეველზე გაავრცელა ინფორმაცია, ვიდრე ეს სინამდვილეში არის.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რეგისტრაცია და საარჩევნო უბნების გახსნა ხორციელდება კანონის სრული დაცვით და სპეკულაციისთვის საფუძველი არ არსებობს.

„საარჩევნო რეგისტრაციას რომ გაივლის ადამიანი, ის რეგისტრაცია ვერ გაუქმდება, თუ საბუთები არის წესრიგში. რას ჰქვია განახევრდა ?! არავითარი აცდენა არ არის, რეგისტრაცია ხორციელდება კანონის სრული დაცვით. ყველა კითხვით შეგიძლიათ მიმართოთ ცესკოს და ცესკო გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. გამორიცხულია ადამიანი დარეგისტრირდეს საარჩევნოდ, მას ეკუთვნოდეს საარჩევნო რეგისტრაცია და ვინმემ გაუუქმოს ეს რეგისტრაცია, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია.

რაც შეეხება უბანს, უბნის გახსნის პრინციპიც ჩადებულია კანონში, რამდენ ამომრჩეველზე იხსნება ერთი უბანი, ეს არის გაწერილი. თუ გადააჭარბებს მაქსიმუმს, ამ შემთხვევაში იხსნება დამატებითი უბანი. ყველაფერი არის კანონში გაწერილი. ყველაფერი გაწერილია კანონით უკვე 30 წელია და ეს კანონი არასდროს არ გამხდარა განხილვის საგანი, ცესკო მიჰყვება კანონს, შესაბამისად, სპეკულაციებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მხოლოდ ელექტრონულად, 128 000-მა მოქალაქემ გაიარა საკონსულოში რეგისტრაცია. 9 აგვისტოს 67 000 მოქალაქე - 18 წლის ასაკს მიღწეული პირი იდგა საკონსულო აღრიცხვაზე და ცესკო-მ გამოაქვეყნა მონაცემი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 65 000 ამომრჩეველი იდგა საკონსულო აღრიცხვაზე.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ