გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი - ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე - მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტი შეიძლება გადაიზარდოს ომში, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს.

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია არავის ინტერესებშია და მხარეებს მოუწოდა, ძალადობა შეწყვიტონ და „სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან დაიხიონ“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში უდანაშაულო ადამიანები უფრო დაიტანჯებიან და გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს და ისეთი შედეგებით, რომლის განჭვრეტა არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

ამასთან, სტარმერმა ხაზი გაუსვა ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და „ჰამასი“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების აუცილებლობას.

„ყველას გვარცხვენს ის, რომ ღაზაში ტანჯვა სულ უფრო მატულობს“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს