მიხეილ სააკაშვილი - სოხუმი დაეცა იმის გამო, რომ არ იყო საერთაშორისო რადარებზე, 2008-ში ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით

სოხუმი დაეცა იმის გამო, რომ არ იყო საერთაშორისო რადარებზე, 2008-ში ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი დარჩა ხელისუფლებაში, საქართველოში იქნება სიკვდილი, უბედურება და ძალადობა.

„დღეს არ მომეცა საშუალება თქვენს თვალებში ჩახედვის და არ მოგეცათ საშუალება ჩემი დანახვის. ეს არის რეპრესიული რუსული რეჟიმის ბოლო გაბრძოლება. ამათ დარჩათ მხოლოდ ერთი თვე. დღეს არის სოხუმის დაცემის დღე. სოხუმი დაეცა იმის გამო, რომ არ იყო საერთაშორისო რადარებზე, 2008-ში ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით. დღეს საქართველო ისევ გააქრეს რადარებიდან, დღეს საქართველო ისე გარიყულია, როგორც არასდროს.

ჩვენ გვთხოვენ ბოდიშის მოხდას, რაზე უნდა მოვიხადოთ ბოდიში? გახსოვთ სოხუმის მერი გაბესკირია, რომელსაც უთხრეს ბოდიში მოეხადა, მან უარი თქვა და ამის გამო დახვრიტეს. ვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში? ვინც ქართველების თავებით თამაშობდა ფეხბურთს? იმათ უნდა მოვუხადოთ ბოდიში, ვინც 2008 წელს ოკუპაციის დროს, გოგო გააუპატიურეს? ამათ უნდა მოვუხადოთ ბოდიში? ომი და უბედურება მოაქვს ივანიშვილს! ივანიშვილი თუ დარჩა რაიმე მექანიზმებით, საქართველოში იქნება სიკვდილი, უბედურება და ძალადობა. მე შეიძლება გამაჩუმონ სასამართლო პროცესებზე, მაგრამ თქვენ ხომ არ გაჩუმდებით, თქვენ ხომ არ დუმხართ?!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში