ალეკო ელისაშვილი - დღეს ენგურის ხიდთან მოვედით, რომ გავიხსენოთ და თაყვანი ვცეთ დახვრეტილ გმირებს - ჩვენ აქ ბოდიშის მოსახდელად არ მოვსულვართ, ბოდიშს იმ ხალხს არ ვუხდით, ვისაც უდანაშაულო ქართველების სისხლში აქვთ ხელი

ჩვენ დღეს ენგურის ხიდთან მოვედით, რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები, რათა კიდევ ერთხელ თაყვანი ვცეთ ჩვენს დახვრეტილ გმირებს - ჩვენ აქ ბოდიშის მოსახდელად არ მოვსულვართ, ბოდიშს იმ ხალხს არ ვუხდით, ვისაც უდანაშაულო ქართველების სისხლში აქვთ ხელი, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ- ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ენგურის ხიდის მიმდებარედ, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები რუსეთს ბოდიშს არასოდეს მოუხდიან.

„დღეს 27 სექტემბერია, ჩვენ სოხუმის დაცემის დღეს აღვნიშნავთ და სამ დღეში აფხაზები აღნიშნავენ და ზეიმობენ ხოლმე თავის გამარჯვებას. ჩვენ დღეს ენგურის ხიდთან მოვედით, რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები, რათა კიდევ ერთხელ თაყვანი ვცეთ ჩვენს დახვრეტილ გმირებს - ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას და თითოეული იმ გმირს ვიხსენებთ, რომლებიც აფხაზეთში ბრძოლას შეეწირნენ. ჩვენ აქ ბოდიშის მოსახდელად არ მოვსულვართ, ბოდიშს იმ ხალხს არ ვუხდით, ვისაც უდანაშაულო ქართველების სისხლში აქვთ ხელი. მათ ჩვენ ბოდიშს არ მოვუხდით და ასევე, რუსებს ბოდიშს არ მოვუხდით. რუსეთს, რომელმაც წაგვკიდა ჩვენ და აფხაზები, რა მივიღეთ ან ჩვენ, ან აფხაზებმა? - ჩვენ მივიღეთ ის, რომ ჩვენი ხალხი, ქართველები გამოდევნილები არიან, ჩვენი პოლიცია ხიდის ბოლომდე მისვლის საშუალებასაც არ გვაძლევს იმიტომ, რომ დავალება აქვთ ასეთი - აი, ეს მივიღეთ. და რა მიიღეს აფხაზებმა? - გაპარტახება სამოთხესავით მხარის და კუთხის. რა მიიღეს კიდევ? - სიღარიბე, რუსეთის ყმობა, რუსეთის მორჩილება, აი, ეს მიიღეს აფხაზებმა. და ალბათ, ამას იდღესასწაულებენ 3 დღეში. ასევე, იმას იდღესასწაულებენ, რომ რუსები მათ ასიმილირებასაც კი უპირებენ და ათეულობით რუსის ჩასახლებას...

ამ ფონზე, ამ ვითარებაში 31 წლის შემდეგ ჩვენ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ერთი თვის თავზე, როდესაც ამ მოღალატეობრივ, მატყუარა ხელისუფლებას შევცვლით, აფხაზებთან ერთად ღირსეულად დავილაპარაკებთ, შევრიგდებით და ევროკავშირისკენ ერთად წავალთ, რათა გავმდიდრდეთ და წარსულს ჩავაბაროთ ეს სიძულვილი, მტრობა, ზიზღი და ის სიღატაკე, რაც ამ კონფლიქტის შედეგად მივიღეთ - აფხაზებმაც და ქართველებმაც“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება