რატი ბრეგაძე - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციისთვის 500-მდე განცხადებაა შესული - ორგანიზაციები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ, შემოწმდებიან და დაჯარიმდებიან

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციისთვის 500-მდე განცხადებაა შესული.

როგორც ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ორგანიზაციებიდან მათ დაარეგისტრირებენ, ვინც კრიტერიუმებს შეესაბამებიან, ხოლო, ორგანიზაციები, რომლებიც უნდა დარეგისტრირებულიყვნენ და არ დარეგისტრირდნენ, შემოწმდებიან და დაჯარიმდებიან.

„დაახლოებით, 500-მდე განცხადებაა შემოსული. ამ ეტაპზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახური მუშაობს ამ განცხადებებზე. მოწმდება შევსებული განაცხადების სისწორე. მას შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები. ორგანიზაციები, რომლებიც აკმაყოფილებენ რეესტრში დარეგისტრირებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, იქნებიან დარეგისტრირებული, ხოლო ორგანიზაციები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, არ იქნებიან დარეგისტრირებულები. რაც შეეხება ჯარიმას, ორგანიზაციები, რომლებიც უნდა დარეგისტრირებულიყვნენ და არ დარეგისტრირდნენ, შემოწმდებიან, თუ ისინი აკმაყოფილებენ კრიტერიუმს, შესაბამისი ჯარიმა დაეკისრებათ”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება