პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით დარჩია, სოფელ ბოხვაურის და შემოქმედის მოსახლეობას შეხვდნენ.

პარტიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ მოქალაქეთა საჭიროებებს, ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„ჩვენს თანამოქალაქეებთან ვისაუბრეთ მშვიდობის და უსაფრთხოების როლზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ოზურგეთში ჩვენი ხელისუფლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე. 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ! მადლობას ვუხდი მოსახლეობას მხარდაჭერისთვის! მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მერის მოადგილე და პარტიის გურიის რეგიონული კოორდინატორი გიორგი ღურჯუმელიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება