ქუთაისში, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. სასულიერო პირებმა კი აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სკვერში ფოტო/კინო მატიანეს მუზეუმმა მოაწყო სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტომასალა.

„31 წლის წინ სოხუმი დაეცა. 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. აფხაზეთის ომმა უამრავი ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირა, ასეულ ათასობით ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.

ეს არ არის მხოლოდ ქართველების ტკივილი, ეს აფხაზების დარდიცაა და ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს, მხოლოდ მშვიდობით და ურთიერთგაგებით!

დიდება სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს!“ - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ცნობისთვის, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიზნით, ქუთაისში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!