რატი ბრეგაძე - როცა პრემიერ-მინისტრი ოკუპაციაზე საუბრობს, ავტომატურად იგულისხმება რუსეთის ფედერაცია - რუსეთის ხსენება რომ პრობლემა იყოს, სტრასბურგში დავას მოვუგებდით?

გაერო-ში პრემიერის გამოსვლა გაჯერებული იყო სამშვიდობო მოწოდებებით და იმ რიტორიკით, რაც მისაღებია ყველა ნორმალური ადამიანისთვის - როდესაც საუბარია ოკუპაციაზე, საუბარია რუსეთის ფედერაციაზე, ორჯერ ორი ოთხია, ეს საკითხი უკვე გავლილი და დახურულია,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გაერო-ში ირაკლი კობახიძის გამოსვლაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, „რატომ არ ახსენა კობახიძემ რუსეთი”.

კითხვას, პრობლემაა თუ არა რუსეთის ხსენება, ბრეგაძე ასე პასუხობს: “პრობლემა რომ იყოს, სტრასბურგში დავას მოვუგებდით?”.

მისივე თქმით, ის, რომ შესაძლებელია დადასტურებულად თქმა, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი, ეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მიღწეული შედეგია.

“როდესაც პრემიერი ოკუპაციაზე საუბრობს, აქ, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია იგულისხმება. ამაში საიდუმლო არაფერია.

სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში შესაძლებელი გახდა ქართულ სახელმწიფოს გაემარჯვა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ. დღეს, როდესაც შესაძლებელია სამართლებრივად და დადასტურებულად იმის თქმა, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი, ეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მიღწეული შედეგია. შესაბამისად, როდესაც პრემიერ-მინისტრი ოკუპაციაზე საუბრობს, ავტომატურად იგულისხმება რუსეთის ფედერაცია”,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული და დღეს ყველაზე აქტუალური საკითხი, მშვიდობიანი ფორმებით ოკუპაციის დასრულებაა.

“მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული. ჩვენი მიზანი არის რა? - ვისაუბროთ მხოლოდ ამაზე, თუ ასევე დავასრულოთ ოკუპაცია მშვიდობიანი ფორმებით. დღეს ყველაზე აქტუალური საკითხი ისაა, რომ მშვიდობიანი ფორმებით ოკუპაცია დავასრულოთ. ოკუპაციის დასრულება ვისთან ერთადაა შესაძლებელი? - მხოლოდ აფხაზებთან და ოსებთან ერთად. აფხაზეთი და სამაჩაბლო მხოლოდ ტერიტორია ხომ არაა, ეს არის ხალხი, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ვისთან ერთადაც ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ”,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, “მოსკოვთან თანამშრომლობის “არაჩვეულებრივი ფორმებით” “ნაციონალური მოძრაობა” გამოირჩევა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გაერო-ში კობახიძის გამოსვლა “ძალიან კარგი იყო”.

“ძალიან კარგი იყო [კობახიძის გამოსვლა], რადგან თავიდან ბოლომდე გაჯერებული იყო მშვიდობის მოწოდებით, მათ შორის აფხაზებთან და ოსებთან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ ჩვენ გვინდა, რომ ერთიან სახელმწიფოში ვიცხოვროთ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად. ეს პროცესი გაჯერებული უნდა იყოს სამშვიდობო მოწოდებებით. ეს ჩვენთვის უპირველესია, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შევძლოთ და ერთიან სახელმწიფოში ვიცხოვროთ აფხაზებთან და ოსებთან ერთად”,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება