ლევან იოსელიანი - ჩემი მთავარი სამშვიდობო გზავნილი აფხაზი ძმების და დების მიმართ არის ის, რომ ჩვენს შორის არსებული დაპირისპირება, აუცილებლად შერიგებით უნდა დასრულდეს

სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ენგურის ხიდთან მივიდა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

„31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოქალაქეებს მოუწიათ იძულებით დაეტოვებინათ თავისი საცხოვრებელი სახლები და საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეულიყვნენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მშვიდობიანად მოგვარდეს და ადამიანების უფლებები ამ ხიდის ორივე მხარეს თანაბრად იყოს დაცული - სადაც არ არის მშვიდობა იქ არ არის დაცული ადამიანის უფლებები.

ჩემი მთავარი სამშვიდობო გზავნილი აფხაზი ძმების და დების მიმართ არის ის, რომ ჩვენს შორის არსებული დაპირისპირება, აუცილებლად შერიგებით უნდა დასრულდეს და ადამიანების მდგომარეობა, მათი უფლებების დაცვისა და ცხოვრების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება