სანდრო რაქვიაშვილი „ქართული ოცნების“ ბანერზე - ამ პლაკატებით „ქართული ოცნება“, უბრალოდ, ადამიანობაში ჩაიჭრა

ამ პლაკატებით „ქართული ოცნება“, უბრალოდ, ადამიანობაში ჩაიჭრა, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ “ნაციონალური მოძრაობის” შედარება უნდოდათ, მათი დროინდელი კადრები უნდა აეღოთ წარსულიდან.

რაქვიაშვილის განმარტებით, ამას გაუგებდა მოსახლეობა, რადგან “ნაცების” ლანძღვა “ქართული ოცნებისთვის” ახალი არ არის.

“ამ პლაკატებით “ქართული ოცნება” უბრალოდ, ადამიანობაში ჩაიჭრა. უკრაინელებს რომ 2009 წელს, არჩევნების დროს ასეთი პლაკატები გაეკეთებინათ და ჩვენი დაღუპული მებრძოლები, მშვიდობიანი მოსახლეობა ან ჩვენი დანგრეული სოფლები დაეხატათ და გვერდზე გაღიმებული უკრაინელები, მშვიდობიანი ცა და ეთქვათ, რა კარგია იანუკოვიჩის დროს ცხოვრებაო, ჩვენ როგორ შევაფასებდით? მგონი, გავლანძღავდით ხომ უკრაინელებს, იმიტომ, რომ ჩვენს უბედურებაზე ქულებს იწერენ - ასეთივე გასალანძღი გახდა “ქართული ოცნება” და მესმის. თუ “ნაცების” შედარება უნდოდათ, ბოლოს და ბოლოს მათი დროინდელი კადრები აეღოთ ჩვენი წარსულიდან. ამას გაუგებდა მაინც მოსახლეობა, “ნაცების” ლანძღვა “ქართული ოცნებისთვის” ახალი არ არის”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობებია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება