მამუკა მდინარაძე - ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი „ნაცები“, მათი სხვა პარტიები, „ენჯეოები“, ადგილობრივი და საერთაშორისო „დამკვირვებლები“, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ

ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი „ნაცები“, მათი სხვა პარტიები, „ენჯეოები“, ადგილობრივი და საერთაშორისო “დამკვირვებლები”, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე თანაგუნდელის გივი მიქანაძის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, მათი ნაწილი კი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან.

“წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის” - არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოგონილი, ეს სასაცილო წინადადება ალბათ გახსოვთ…

უყურეთ გივი მიქანაძის ბრიფინგს და ნახავთ, რა არის სინამდვილეში წაშლილი ზღვარი!

ზღვარი კი არა, ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი „ნაცები“, მათი სხვა პარტიები, ენჯეოები, ადგილობრივი და საერთაშორისო “დამკვირვებლები”, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ“, - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, როგორც გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მიკერძოებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია: - „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“; „საქართველოს მომავლის აკადემია“; „საარჩევნო ლაბორატორია“; „მიშგოვ ლარდა“; „განათლების პროფესიული კავშირი“; „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“ და ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია - „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქსელი“. მიქანაძის განცხადებით, ეს მცირე ნაწილია იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ნეიტრალური ორგანიზაციის სტატუსის მორგებას ცდილობენ, სინამდვილეში კი უშუალოდ კავშირში არიან რადიკალური ფრთის პოლიტიკურ სუბიექტებთან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება