Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა

Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ბიზნესლიგის ახალი სეზონის გახსნითი თამაშის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. სეზონის გახსნითი თამაში პარასკევს, 20 სექტემბერს 19:30-ზე Courtyard by Marriott Tbilisi-ს ბოლრუმში გაიმართა.

„რა? სად? როდის“ ბიზნეს ლიგის 2024/25 წლების სეზონი შედგება 10 თამაშისგან (ტურისგან), რომელიც ყოველ თვე, პარასკევს საღამოს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტის" ბოლრუმში გამართება. 20 სექტემბრის თამაშს წარუძღვა გიორგი მოსიძე.

ყოველი ტური შედგება ორი ინტელექტუალური კონკურსისგან: გასახურებელი თამაში „მატრიცა“ და ძირითადი თამაში „რა? სად? როდის?“.

ბიზნესლიგის პარტნიორმა, Hotsale.ge-მ სწორედ თამაშის აღნიშნული ეტაპისთვის დააწესა 6 ვაუჩერი. საჩუქრები გადაეცა გუნდს, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა, მიუხედავად დივიზიონისა.

გამარჯვებულ გუნდი კომპანიამ “კო­პა­ლა წყნე­თი • KOPALA TSKNETI”-ის გასართობი აქტივობების ვაუჩერებით დააჯილდოვა.

გასართობი კომპლექსი და სასტუმრო "კოპალა წყნეთი" თბილისის ცენტრიდან მხოლოდ 15 წუთის სავალზე, ბუნებრივი სილამაზითა და სასიამოვნო კლიმატით გამორჩეულ ზონაში, წყნეთში მდებარეობს. უკვე 15 წელზე მეტია, რაც კომპლექსი წარმატებით მასპინძლობს სტუმრებს და სთავაზობს საუკეთესო პირობებს როგორც დასვენებისთვის, ასევე გართობისთვის.

„კოპალა წყნეთის“ მრავალფეროვან სერვისებს შორის არის: პროფესიონალური დონის ბოულინგის ბილიკები, საცურაო აუზი და გასარუჯი ვერანდა, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, სათამაშო აპარატები, საბავშვო გასართობი სივრცე, მინი კინო­თეატრი, სოლარიუმი. ამასთანავე, სტუმრებს ემსახურება რესტორანი, ბარი და მყუდრო, კომფორტული ნომრები.

აღსანიშნავია, რომ დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge ბიზნესლიგის 2023/24 სეზონის პარტნიორიც იყო და ტრადიციის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო