„Aptamind Partners“-ის აღმასრულებელი დირექტორი - ტურიზმი არის ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნების რეფორმირება და ადამიანების ტრანსფორმაცია

მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელს მოდერატორობა „Aptamind Partners”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა არადანა ჰოვალამ გაუწია. მან ყურადღება ქვეყნების რეფორმირების პროცესში ადამიანების ჩართულობასა და ტურიზმის როლზე გაამახვილა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

არადანა ჰოვალას თქმით, ტურიზმი ფერადი და მრავალფეროვანი სამყაროს ჩამოყალიბებას ხელს უწყობს.

„ვფიქრობ, რომ ტურიზმი ფერადი და მრავალფეროვანი სამყაროს ჩამოყალიბებას ძალიან უწყობს ხელს. გაეროს ტურიზმის გენერალური მდივანი ნამდვილად სწორად ამბობს, რომ ტურიზმი შეიძლება იყოს მშვიდობის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, რადგან მას აქვს უნიკალური ძალა, ჭრილობები ხიდებად გარდაქმნას და გაჯანსაღების პროცესი დაიწყოს“, - განაცხადა არადანა ჰოვალამ.

მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარეობს ძალიან მძიმე შეიარაღებული კონფლიქტები და ომები, თითოეული ეს დაპირისპირება კი არის ტრაგედია და ამავე დროს, შესაძლებლობა იმისათვის, რომ ისევ ავაშენოთ და აღვადგინოთ ის, რაც ომმა დაანგრია.

„რა თქმა უნდა, ყველა მოგზაურს ვერ მოვთხოვთ, რომ ცვლილებების შუქურა იყოს. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ, ყველანი, გვინდა თუ არა, ვართ ამ ცვლილებების გამომწვევი ადამიანები. ტურიზმი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია და ძალუძს ქვეყნების რეფორმირება და ადამიანების ტრანსფორმაცია მშვიდობის შუქურებად“,- განაცხადა არადანა ჰოვალამ.

ცნობისთვის, მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. ღონისძიების ფარგლებში იმართება სადისკუსიო პანელები, სადაც სპიკერები ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციებსა და ტრენდების შესახებ მსჯელობენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება