გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ ბანერებზე - ძალიან კარგად იციან რადიკალებმა, რომ ისინი არიან „ომის პარტიის“ წარმომადგენლები და ძალიან კარგად იცის საზოგადოების ნაწილმა, რომ „ქართულ ოცნებას“ სწორედ მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს

ძალიან კარგად იციან რადიკალებმა ის, რომ ისინი არიან „ომის პარტიის“ წარმომადგენლები და ძალიან კარგად იცის, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, რომ სწორედ მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა არის, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა უკვე 12 წლის განმავლობაში, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის შეკითხვას „ქართული ოცნების“ ბანერებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე.

მისივე თქმით, აღნიშნული ბანერები ასახავს თუ რაზეა ორიენტირებული და რა კონკრეტული, ხელშესახები შედეგები აქვს „ქართული ოცნებას“ და რა რეალობის წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუკი რადიკალურ დაჯგუფებებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ.

„დღეს ქუჩაშიც რომ გავიდეთ და ნებისმიერი გამვლელი გავაჩეროთ, დარწმუნებული ვარ, რომ 100-დან 99 იტყვის, რომ წინა ხელისუფლება დღეს ხელისუფლებაში რომ იყოს, საქართველოში მშვიდობა არ იქნებოდა და იქნებოდა ომი, ნგრევა და უბედურება.

ზუსტად იმ რეალობის ამსახველი არის ის ბანერები, რომელიც გამოიკრა, რომელიც ასახავს „ქართული ოცნება“ რაზე არის ორიენტირებული და რა კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვაქვს და რა რეალობის წინაშე შეიძლება დადგეს საზოგადოება და ქვეყანა, იმ შემთხვევაში, თუკი რადიკალურ დაჯგუფებებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ.

აქედან გამომდინარე ეს ბანერები მხოლოდ და მხოლოდ იმ რეალობას ასახავს, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს და საზოგადოებამ არჩევანი გააკეთოს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება