პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს   ვაკის რაიონის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, აბაშიძის ქუჩის N 22-24-ის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატი გაეცნო მოქალაქეთა საჭიროებებს, ზუკა რურუამ ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, ასევე არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე.

„ჩემთვის ორმაგად სასიხარულო და დიდი პატივია, რომ წარმოვადგენ იმ უბანს, სადაც გავიზარდე. გულწრფელი მადლობა გადავუხადე მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და სითბოსთვის რომელიც მე დღეს მათგან მივიღე.

შევხვდი ბევრ ჩემთვის ძვირფას ადამიანს, გამოვუცხადე გვერდში დგომა და მხარდაჭერა ყველა საკითხში, რაც მათ საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს.

მათი თანადგომა ყველაზე დიდი მოტივაციაა,“ - განაცხადა ზუკა რურუამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება