საცხოვრებელი ფართები კიდევ 89 ოჯახს დაუკანონდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორის, ვაკის, ისნის, გლდანის, მთაწმინდის, ნაძალადევის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 89 ოჯახს, ვეტერანთა კულტურის და დასვენების ბაღში (ე.წ. კიკვიძის პარკი) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პრობლემის მქონე მოქალაქეებმა რაიონულ გამგეობებს უნდა მიმართონ, სადაც მათ განუმარტავენ, რა სახის დოკუმენტებია წარსადგენი ფართის დაკანონების საკითხის განსახილველად.

„არ იფიქროთ, რომ ამაზე ვჩერდებით. ყველას დავეხმარებით, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. ვინც საჭიროებს დაკანონებას, უნდა მიმართოთ თქვენი რაიონის გამგეობებს, სადაც დაგეხმარებიან, გეტყვიან რა საბუთები დაგჭირდებათ. შემდეგ თქვენი საქმეები მერიაში გადმოიგზავნება, გავიტანთ მთავრობის სხდომაზე, საბოლოოდ კი, საკრებულოში ოფიციალურად დადასტურდება, საცხოვრებელი ფართების პირად საკუთრებაში გადმოსვლა. ათეულობით მილიონი ლარის ქონება არის გადაცემული ამ ოჯახებისთვის, რაც ძალიან მიხარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, 2017-2024 წლებში საკუთრება 3000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. საცხოვრებლები, რომლებშიც აღნიშნული მოქალაქეები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს