ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი, კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, ზუგდიდში, აფხაზეთის ოფისში დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ

ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი, კოალიციის სხვა წევრებთან ერთად დღეს ზუგდიდში, აფხაზეთის ოფისში დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, სახელმწიფოს ჩვენი დევნილები და განსაკუთრებით გალში მცხოვრები ადამიანები მიტოვებული ჰყავს.

„სახელმწიფოს მიტოვებული ჰყავს ჩვენი დევნილები და განსაკუთრებით გალში მცხოვრები ადამიანები. ის, რაც დღეს მოვისმინე ქართულ ენასთან დაკავშირებით, რაც მოვისმინე იმ პროექტთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს რომ სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს ამასთან მიმართებით. თუ რამის შენარჩუნება ხდება, ხდება თქვენი წყალობით, თუ რამე ძარღვი არსებობს ქართული, ჩვენი ტრადიცია, ოჯახები და ა.შ თქვენი საშუალებით ხდება, თქვენი შვილების საშუალებით. თქვენ ხართ ის ქვაკუთხედი, რომელმაც ქვეყანა უნდა გააერთიანოს. ეს უნდა გადავარჩინოთ. დღეს ჩვენ გადარჩენის არჩევნები გვაქვს - ან აღმოვჩნდებით ბოლომდე რუსულ ჭაობში, ან აღმოვჩნდებით ძალიან მაგარ პერსპექტივაში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ძლიერ საქართველოს” ლიდერებმა მოსახლეობას ის გეგმა წარუდგინეს, რომელიც მათი შეფასებით, დევნილთა ცხოვრებას გააუმჯობესებს.

„უკეთესი განათლებისა და დასაქმების ალტერნატივები დევნილთათვის. ყველა დევნილისთვის ღირსეული საცხოვრებლის უზრუნველყოფა. ანაკლიის პროექტის დასრულება, რომელიც შექმნის ათიათასობით სამუშაო ადგილს ამ რეგიონისთვის. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც დევნილთა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს”,- ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს