„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი თეთრიწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ქალაქ თეთრიწყაროში, აღმაშენებლის, თამარ მეფისა და მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევების მნიშვნელობაზე.

პარტიის ცნობითვე, ასევე ქალაქში არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე. განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

„მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარებისთვის!“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, პარლამენტის წევრი - გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი დოხტურიშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი წიკლაური.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება