ლევან დავითაშვილი - იმედი მაქვს, სანქციები არ გვექნება - საერთაშორისო საზოგადოების აქტიური და პასუხისმგებლიანი წევრები ვართ, ამიტომ გვექნება დიალოგი, რათა სტაბილური, მათ შორის საკანონმდებლო გარემო უზრუნველვყოთ, რაც ნეგატივს თავიდან აგვარიდებს

დიდი იმედი მაქვს, არანაირი სანქციები არ გვექნება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, მათ შორის საერთაშორისო სანქციების შესრულების ნაწილში, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური და პასუხისმგებლიანი წევრები ვართ, ამიტომ, გვექნება დიალოგი, რათა სტაბილური, მათ შორის საკანონმდებლო, გარემო უზრუნველვყოთ, რაც ნეგატივს თავიდან აგვარიდებს,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ინვესტორების განწყობა „საკმაოდ პოზიტიურია“ და საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო აქვს.

„ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. მიმდინარე წელს, პირველი 7 თვის განმავლობაში 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ვფიქრობთ, რომ მაღალ ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ. ნახეთ, ADB-ის პროგნოზის კორექტირება- მათ გადახედეს ზრდისკენ საქართველოს ეკონომიკის ზრდას. ეს მოსალოდნელიც იყო. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც თანხმდებიან, რომ საქართველოში საშუალოვადიან პერსპექტივაში იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა - 5.5%. ჩვენი მოლოდინია, რომ შეიძლება, უფრო მაღალიც იყოს. მაღალი ეკონომიკური ზრდა სხვა პარამეტრების სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ სახე იცვალოს უკეთესობისკენ და საქართველოში ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს. ამიტომ, პოზიტიური ეკონომიკური პროცესების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ინვესტორების განწყობებს - ინვესტორების განწყობა საკმაოდ პოზიტიურია. მიმზიდველი საინვესტიციო გარემო გვაქვს. ამაზე დიალოგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. დღევანდელი პანელიც საინტერესო იყო და ბევრი პოტენციური ინვესტორი იყო. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ტურიზმის სექტორში, მაგრამ ასეთი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ და გავაგრძელებთ მუშაობას. ბუნებრივია, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება გვჭირდება, რომ გარემო იყოს ისეთივე პროგნოზირებადი, როგორც ამ წლებში და ქვეყანაში გაგრძელდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაშიც დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყანაა”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება