„მრავალეროვანი საქართველო“ აქვეყნებს მეორე შუალედურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შესახებ

ააიპ საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო" აქვეყნებს მეორე შუალედურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შესახებ.

“საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, ასევე თბილისში. შუალედური ანგარიში ფარავს 2024 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.

ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ა.შ.შ.-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოსა და ამერიკული ფონდის „ეროვნული ძალისხმევა დემოკრატიისთვის" (NED) ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის საერთო-სამოქალაქო მოძრაობას „მრავალეროვანი საქართველო" და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

დამატებითი დეტალებისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://bit.ly/4dnaoKQ “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება