ვარლამ ებანოიძემ SupTech Summit 2024-ში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ კომპანია „ფინა"- ს მიერ ორგანიზებულ SupTech Summit 2024-ში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სიტყვით გამოსვლისას ვარლამ ებანოიძემ ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის ინოვაციურ ინსტრუმენტებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სებ-ს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტიანად და გამჭვირვალედ განახორციელოს ფინანსური სისტემის ზედამხედველობა.

„ჩვენი მიზანია, ფინანსური ეკოსისტემის მზარდი სირთულის საპასუხოდ, ზედამხედველობა უფრო ეფექტიანი, პროაქტიული და მონაცემებზე ორიენტირებული გავხადოთ. SupTech სტრატეგია ჩვენს საზედამხედველო პროცესებში ისეთი მოწინავე ტექნოლოგიების ინტეგრირებაზეა ორიენტირებული, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და ბლოკჩეინი. ეს ინსტრუმენტები საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ მონაცემები რეალურ დროში, აღმოვაჩინოთ ანომალიები ადრეულ ეტაპზე და გავამარტივოთ საზედამხედველო ანგარიშგება, რაც საბოლოოდ გაზრდის გამჭვირვალობას", - აღნიშნა ვარლამ ებანოიძემ.

SupTech Summit - ის სამიტის მიზანი საზედამხედველო ტექნოლოგიების სფეროს განვითარება და ფინანსური რეგულაციების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით საქართველოს როლის წარმოჩენაა.

სამიტს, სადაც საზედამხედველო ტექნოლოგიების უახლესი მიღწევები განიხილეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკებისა და საფინანსო მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება