ზურაბ პოლოლიკაშვილი - საქართველოში  მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში გაშუქდა, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი ქვეყანა ეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს

საქართველოში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა, შეაფასა.

გენერალური მდივნის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ, თბილისში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიაში.

„ჩვენ გვყავს 50-ზე მეტი მაღალი დონის დელეგაცია, აქ არიან მინისტრები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ ტურიზმის სექტორში. ასევე მასშტაბურად წარმოდგენილია საერთაშორისო მედია. საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში გაშუქდა, ეს ყველაფერი ხდება საქართველოში, ეს ნიშნავს რომ 50 ქვეყანაში საქართველოს ეხსნება არეალი, უფრო მეტი ქვეყანა ეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. საქართველოში ბევრი მინისტრი პირველადაა, ისინი აპირებენ კვლავ ჩამოსვლას. ძალიან მადლობელი ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიების მაღალ დონაზე ჩატარებისთვის“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნა გამორჩეული ღონისძიებაა.

„ეს ტურიზმის სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელიც ყოველ წელს, 27 სექტემბერს აღინიშნება როტაციით სხვადასხვა რეგიონში, წელს ევროპის ჯერი იყო, გენერალურმა ასამბლეამ შარშან საქართველოში გადაწყვიტა ჩაეტარებინა წლევანდელი ღონისძიება, თემაც წინასწარ ირჩევა და გადაწყდა ტურიზმი და მშვიდობა“, - აცხადეს ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხატეები, უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი, გვატემალას ტურიზმის მინისტრი ჰარის ვითბეკი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი