მიხეილ ხიდურელმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

2024 წლის 27 სექტემბერს, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ეგიდით, საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას პირველად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების ფარგლებში მოხდა გზამკვლევის Tourism Doing Business: Investing in Georgia წარდგენა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ.

„გზამკვლევი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოიცა, რომლის მომზადებაშიც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" გუნდი აქტიურად იყო ჩართული. იგი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ბეჭდური სახით.

მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით. ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება