გიორგი გახარია - გიორგი ქობულია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომისტი -  არ იყო საკმარისი დრო, რომ საკმარისი ნდობა დამყარებულიყო იმისთვის, რათა მსგავს მძიმე ბრძოლაში შევსულიყავით

მთავარი მიზანია ამ არჩევნების წარმატებით მოგება. მე ვკრავ გუნდს ისე, როგორც არის ოპტიმალური ამ მიზნის მისაღწევად, თორემ არის მიზნები, სადაც გიორგი ქობულია იქნება იდეალური, ისევე როგორც მიშა დაუშვილი იქნება, - ასე უპასუხა „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ კითხვას, თუ რატომ არ მოხვდნენ საარჩევნო სიაში გიორგი ქობულია და მიხეილ დაუშვილი.

როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეთანხმების ვერ მიღწევასთან საუბრისას აღნიშნა, ძალიან მოკლე დრო იყო იმისთვის, რომ საკმარისი ნდობა დამყარებულიყო.

გიორგი ქობულია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომისტი, რომელიც ქართულ ენაზე მოსაუბრე მინახავს. მახსოვს, მისი ძლიერი პოზიციონირება, როგორც ეკონომიკის მინისტრის. აქაც დროის თემა იყო. ძალიან მოკლე დრო იყო. მოგეხსენებათ წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში, არ იყო საკმარისი დრო, რომ საკმარისი ნდობა დამყარებულიყო იმისთვის, რომ მსგავს მძიმე ბრძოლაში შევსულიყავით“,- განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გახარიამ ისაუბრა ქობულიას მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ქობულიამ განაცხადა, რომ შეუთანხმებლობის მიზეზი იყო ერთ-ერთ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მისი პოზიცია, რაზეც გახარიამ აღნიშნა, რომ „ეს შეიძლება ერთ-ერთი კომპონენტი ყოფილიყო“.

გახარიას თქმით, გიორგი ქობულიასთან ერთად გადაწყვიტეს, რომ მომავალში ითანამშრომლებენ.

„ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ ეს შეიძლება ერთ-ერთი კომპონენტი ყოფილიყო, მაგრამ კომპლექსურად მთავარი არის ის, რომ გიორგი დიდხანს არ ცხოვრობდა საქართველოში და ის სპეციფიკა, რაც არის შიდა პოლიტიკურ ველში, მოკლე პერიოდში საარჩევნოდ ეს იყო სერიოზული რისკი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მომავალში ვითანამშრომლებთ.

როდესაც საკმაოდ მძიმე ბრძოლის წინ შენ ხარ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელსაც სერიოზული მისია და ამბიციები გაქვს, ვერ გამოდის ისე, რომ ყველა იყოს ბედნიერი. ხანდახან გამოდის ისე, რომ ადამიანები ნაწყენები რჩებიან. მთავარი მიზანია ამ არჩევნების წარმატებით მოგება. მე ვკრავ გუნდს ისე, როგორც არის ოპტიმალური ამ მიზნის მისაღწევად. თორემ არის მიზნები, სადაც გიორგი ქობულია იქნება იდეალური და მასზე უკეთეს ეკონომისტს ან ანალიტიკოსს საქართველოში ვერ ვიპოვით, ისევ როგორც მიშა დაუშვილი იქნება იდეალური და მასზე უკეთესს სპიკერს და სისტემურად მოაზროვნე ადამიანს ვერ ვიპოვით, მაგრამ ახლა ამოცანაა მოვიგოთ არჩევნები. სხვა ამოცანები შემდგომ გაიხსნება“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სამი თვის წინ დაუკავშირდა, რის შემდეგ დაიწყეს მოლაპარაკებები, მაგრამ მათ შორის ნდობა არ შედგა.

გიორგი გახარია სამი თვის წინ თავად დამიკავშირდა და დავიწყეთ მოლაპარაკებები, ამაში დასამალი არაფერია. საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, ამ სამი თვის განმავლობაში მე მაქსიმალური ძალისხმევა გავწიე იმისთვის, რომ ნდობა შემექმნა. ჩვენს შორის ნდობა არ შედგა. ბეწვის ხიდზე გავდიოდით და ბოლომდე იმედი მქონდა, რომ რაღაცას ერთად გავიტანდით, მაგრამ ეს ნდობა დღეს საბოლოოდ დაინგრა. ეს თანამშრომლობა უკვე დახურულია და აღარასდროს შედგება, თემა უკვე დახურულია“,- აღნიშნა ქობულიამ.

ამასთან, ქობულიას თქმით, ის წინააღმდეგი იყო "ძლიერ საქართველოსთან" ალიანსზე.

„მე წინააღმდეგი ვიყავი “ლელოსთან” ალიანსზე. ამის მიუხედავად, ნიუსებიდან გავიგე, რომ ეს მოლაპარაკება დაიწყო. გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა სია იყო, ეს ყველაფერი ეხმარება ნდობას? რა თქმა უნდა, არა. მე ნდობა აღარ მაქვს და ჩემთვის ეს საკითხი დამთავრებულია.

ერთ-ერთი ფორმალური მიზეზი, რაც დამისახელეს, იყო ის, რომ თითქოს “ფორმულას” ეთერში ბიძინა ივანიშვილი დავიცავი. მე ჩემი აზრი ვთქვი ივანიშვილზე, რომ ის არ არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი და არ მუშაობს მათი დავალებით, რაც არის ჩემი მრწამსი და ეს არის ჩემი სიმართლე. ვთქვი ისიც, რომ ამის ფაქტებს ვერ ვხედავ”, - განაცხადა ქობულიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია